2010-07-23

ოკუპაციური თერაპია – I საერთაშორისო კონფერენცია კავკასიაში

23 ივლისს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციურ თერაპიაზე სამხრეთ კავკასიაში პირველ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. ორდღიანი კონფერენცია თსუ–ს მედიცინის ფაკულტეტისა და საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

კონფერენციის თემაა – “ოკუპაციური თერაპიისა და ოკუპაციური მეცნიერების წვლილი ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებაში”. პრაქტიკოსი თერაპევტები ევროპის (შოტლანდია, ჰოლანდია, ბელგია, ნორვეგია), კანადისა და ამიერკავკასიის (სომხეთი, აზერბაიჯანი) ქვეყნებიდან ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებენ და სამომავლო გეგმებს შეიმუშავებენ.

ოკუპაციური თერაპევტები საქართველოში 2003 წლიდან მოღვაწეობენ. სპეციალისტები შეზღუდული შესაძლებლობებისა და სხვა ფსიქოსოციალური პრობლემების მქონე პირების მხარდამჭერ სხვადასხვა პროექტებში იღებენ მონაწილეობას. საზოგადოებაში თანამონაწილეობისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობისათვის ხორციელდება  ინკლუზიური განათლების და შემდგომი დასაქმების პროექტები, რომელიც მოიცავს ნეირორეაბილიტაციის სფეროს, უდედმამო ბავშვებისა და ქუჩის ბავშვების ინსტიტუციების ჩამოყალიბებას და ნევროლოგიურ რეაბილიტაციას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ოკუპაციური თერაპიის სპეციალობა 2006 წლიდან ისწავლება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, ფიზიკის დიდი აუდიტორია.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
« იხ. ყველა ანონსი