2012-11-07

თამაზ ბაძაღუას „100 ლექსის“ პრეზენტაცია თსუ-ში

7 ნოემბერს, 17.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ ბაძაღუას ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.  ლექსების კრებული „100 ლექსი“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.
თსუ ბიბლიოთეკასთან ფუნქციონირებას იწყებს კლუბი „93-ე აუდიტორია“. პროექტის მიზანია მივიწყებული ტრადიციის აღდგენა - უნივერსიტეტელი მწერლების, პოეტების, ლიტერატორების შემოქმედებითი საღამოების გამართვა, თაობებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 206-ე აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი