ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნისა და ფილმის პრეზენტაცია თსუ-ში
6 თებერვალს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მეცნიერის, მსოფლიოში სახელგანთქმული ფიზიოლოგის ივანე ბერიტაშვილის 135 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ ეგიდით მკვლევარის საიუბილეოდ მომზადებული წიგნი - ,,ივანე ბერიტაშვილი - კიდევ ერთი ცდა/უცნობი ისტორიები ცნობილ მეცნიერზე“ (ავტორები: ნინო კაკულია, მერაბ ცაგარელი) და მოეწყობა ბერიტაშვილისადმი მიძღვნილი ფილმის - ,,ეპიზოდები ივანე ბერიტაშვილის ცხოვრებიდან“ (ავტორები: არჩილ შუბაშვილი, ბესიკ გაფრინდაშვილი; მთხრობელი - მერაბ კოკოჩაშვილი) ჩვენება.
ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორის მოადგილე
ნინო ოკრიბელაშვილი
; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი
ნოდარ მითაგვარია
და მეცნიერებათა აკადემიის სხვა წევრები; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
გენადი მარგველაშვილი;
საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი
გურამ ბექაია
და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები; ივანე ბერიტაშვილის შვილიშვილი დავით ბერიტაშვილი; თსუ პროფესორები და სტუდენტები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი