2013-02-16

საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში იმიტირებული პროცესის მოსამზადებელი ნაწილი

16 თებერვალს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრში Willem C. Vis სახელობის იმიტირებულ პროცესში საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში  მოსამზადებელი ეტაპი გაიმართება.
მოსამზადებელ ეტაპში მონაწილეობას მიიღებენ თსუ, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბონის უნივერსიტეტი (გერმანია), ბრემენის უნივერსიტეტი (გერმანია), მარბურგის უნვიერსიტეტი (გერმანია), ოდესის სამართლის სკოლა (უკრაინა) . ღონისძიებაში 30-მდე მოქმედი ქართველი და უცხოელი პრაქტიკოსები არიან ჩართული.
მოსამზადებელი ეტაპის მიზანია, რომ მონაწილეებმა მიიღონ გამოცდილება და დახვეწონ არგუმენტირების ტექნიკა ქართველი და უცხოელი სამართლის სპეციალისტების წინაშე, ვიდრე  რეალურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად წარსდგებიან. რეალური შეჯიბრება  მარტის ბოლოს ქ. ვენაში გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი  უწევს ორგანიზებას. თანაორგანიზატორია თავისუფალი უნივერსიტეტის კომერციული სამართლის ეროვნული ცენტრი.

იმიტირებული პროცესის მხარდაჭერას  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი ინიციატივა „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი“ (JILEP) უზრუნველყოფს. პროექტი   მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, იურისტთა პროფესიული ასოციაციების გაძლიერების, იურიდიული განათლების ხარისხისა და კომერციულ სამართალის პრაქტიკის გაუმჯობესებისაკენაა მიმართული. ღონისძიების თანასპონსორია  GIZ-ის პროგრამა „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“.

ღონისძიება ორ დღეს გასტანს.

დასაწყისი:    16 თებერვალი - 09:30 საათი
                             17 თებერვალი - 10:00
საათი

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი №4





 
« იხ. ყველა ანონსი