2015-09-15

საინფორმაციო შეხვედრა პირველკურსელებთან

15 სექტემბერს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფისა და რექტორის აპარატის ინიციატივით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებთან.

შეხვედრაზე საუბარი იქნება ფაკულტეტის სტრუქტურის, მისი ისტორიისა და პერსპექტივების შესახებ. ასევე განხილული იქნება სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული საკითხები და ის პროექტები, რომლებშიც მონაწილეობის საშუალებაც აქვთ პირველკურსელებს.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. შეხვედრას დაესწრება თსუ რექტორის თანაშემწე გიორგი ბენაშვილი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 215-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი