2013-01-25

პირველი საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

25 იანვარს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პირველი საფაკულტეტო კონფერენციის პლენარული სამეცნიერო სხდომა გაიხსნება.  
ღონისძიებაზე  ქართველი მეცნიერები, თსუ პროფესორები ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, გეოლოგიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, გეოგრაფიის, კომპიუტერული მეცნიერებების, მატემატიკის მიმართულებით მოხსენებებს წაიკითხავენ.
პლენარული სხდომა 26 იანვარს 10.00 საათზე დაიწყება.  სხდომა 15.00 საათზე პროფესორ გია დვალის ლექციით „შავი ხვრელების ფიზიკა და კოსმოლოგია“ დასრულდება.

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი