2014-09-29

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის საჯარო ლექცია თსუ-ში

29 სექტემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ენრიკო ლეტა საჯარო ლექციას წაიკითხავს. ლექციის თემა: „ევროინტეგრაციის მომავალი.“ ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თსუ სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან.

ენრიკო ლეტა,  მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელია,  რომელიც 2013-2014 წლებში მეთაურობდა იტალიის მთვრობას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი