2010-02-19

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენციას მართავს

         თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტი დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენციას მართავს. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 35 წელს.

          მოხსენების თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 მარტი.
       თეზისების გაფორმების წესი: მოცულობა (300-500) სიტყვა. შრიფტის ზომა _ 12, ფონტი _ AcadNusx. მიუთითეთ სახელი, გვარი, მიმართულება, ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი.

        მომხსენებელთა თეზისები რეცენზირდება. რეცენზირების პასუხს კონფერენციის მონაწილეები 5 აპრილამდე შეიტყობენ. კონფერენცია გაიმართება 2010 წლის მესამე დეკადაში. კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

          საკონტაქტო პირი: ამირან ბერძენიშვილი
          amiran.berdzenishvili@tsu.ge
          aberdzenishvili@yahoo.com
          ტელ: 899 365845
          სამსახური: 23 00 53

« იხ. ყველა ანონსი