2011-06-17

„ქრისტიანობა და მსოფლიოს რელიგიები“

16-17 ივნისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრისა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნირებათა აკადემიის რელიგიათმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანობა და მსოფლიოს რელიგიები“ . კონფერენცია ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 70 წლისთავს.

 მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ II კორპუსი, აუდიტორია № 248 (აზერბაიჯანის აუდიტორია)
« იხ. ყველა ანონსი