2017-10-09

„შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედალი“ გადაეცემა

9 ოქტომბერს, 15.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორ თეა შურღაიას თავრიზის (ირანი) უნივერსიტეტის „შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედალი“ გადაეცემა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მოჯთაბა ქამრანფარდი, საელჩოს წარმომადგენლები, თსუ პროფესორები, სტუდენტები დაესწრებიან.

„თსუ ირანისტიკის მიმართულების პროფესორებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ორ ქვეყანას შორის მეგობრული, კულტურულ-სამეცნიერო კავშირების გაღრმავებასა და სპარსული ენის, ლიტერატურის და კულტურის პოპულარიზაციაში,“ - ნათქვამია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წერილში.

შარშან, „შაჰრიარის საერთაშორისო კულტურის მედლით“  თსუ ირანისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნომადი ბართაია დაჯილდოვდა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი