2017-01-10

ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია

10 იანვარს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. 

ალბომში შესულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო ფონდის მასალა, რომელიც მოიცავს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებს. ტერმინები შედგენილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიულ საბუთებზე, წყაროებზე და ხელნაწერებზე დაყრდნობით. თითოეული ტერმინი დაწერილია ცალკეულ ბარათზე, წყაროს მითითებით. ალბომში შესულია 1845-მდე ტერმინი, რომლებიც დალაგებულია ანბანის მიხედვით და მითითებული აქვს საარქივო ერთეულის ნომერი. ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში, მსგავსი ტერმინების რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ ალბომში შესულია მხოლოდ ის ბარათები, რომელიც უშუალოდ ივანე ჯავახიშვილის ხელითაა დაწერილი. აღნიშნული მასალა აქამდე გამოქვეყნებული არ ყოფილა.

ალბომი მკვლევრებს, ასევე ივანე ჯავახიშვილის  მოღვაწეობით დაინტერესებულ საზოგადოებას გაუადვილებს ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში დაცულ მასალაზე წვდომას და ხელს შეუწყობს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებზე მუშაობას.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი