2011-04-12

მემორანდუმი თსუ-სა და ინდოეთის საელჩოს შორის

12 აპრილს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოში ინდოეთის საელჩოს კულტურულ ურთიერთობათა საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის თანახმად, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნება ინდოეთმცოდნეობის ცენტრი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ინდოელი პროფესორი უხელმძღვანელებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მეორე კორპუსი, პირველი სართული, 135-ე აუდიტორია (მცირე საკონფერენციო დარბაზი)
« იხ. ყველა ანონსი