2012-05-28

„რუსული იმპერიალიზმი და საქართველო“

28 მაისს, 13.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ეროვნული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „რუსული  იმპერიალიზმი  და  საქართველო“ .
 კონფერენცია  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 94 წლისთავს ეძღვნება. მისი მიზანია მეცნიერულ დონეზე წარმოაჩინოს რუსეთის იმპერიის ორასწლიანი ბატონობა საქართველოში, მისი კოლონიური პოლიტიკა, ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მიზანმიმართული ქმედებები ქართველი ერის ნაციონალური თვითმყოფადობის გაქრობა-ასიმილაციისთვის.
კონფერენციის  მომხსენებლებსა და სტუმრებს აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, თანამედროვეობის კონტექსტში ისტორიული ფაქტების გაანალიზების და ამ პრობლემის განხილვის საშუალება მიეცემათ.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ  I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
                                                                            
                                                         
კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელები:
პროფ. დიმიტრი შველიძე
პროფ. ბონდო კუპატაძე

სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტი:
დიმიტრი შველიძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
ბონდო კუპატაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
მარიამ ჩხარტიშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
ვაჟა კიკნაძე - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
ელენე გელაშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის პროგრამის მაგისტრანტი
მაკა ხუციშვილი - თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის პროგრამის მაგისტრანტი


 კონფერენციის მონაწილეები:

1. თამარ სიდამონიძე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის მაგისტრანტი. ნოე რამიშვილი - ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის.     (ხელმძღვანელი: პროფ. დიმიტრი შველიძე)
2. ელენე გელაშვილი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის მაგისტრანტი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919-1921 წწ.
(ხელმძღვანელი: პროფ. ბონდო კუპატაძე)
3. ანა კვიჟინაძე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი. გამოწვევა_პასუხი.
4. გიორგი ფარულავა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. მოქალაქეთა არჩევნებში ჩართულობის პრობლემატიკა.
(ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი კახიანი)
5. გვანცა ყაყიტაშვილი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის მაგისტრანტი. მეფისნაცვლის ინსტიტუტი.
(ხელმძღვანელი: პროფ. ბონდო კუპატაძე)
6. თამარ ქუმსიაშვილი, ანა მიქაუტაძე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტები. ანტიიმპერიული ნარატივი XIX საუკუნის I ნახევრის ქართულ ჟურნალისტიკაში.
(ხელმძღვანელი: პროფ. მანანა შამილიშვილი)
7. ზაზა ცინაძე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის მაგისტრანტი. საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი (არჩევნები, უფლება-მოვალეობანი).
(ხელმძღვანელი: პროფ. დიმიტრი შველიძე)
8. მაკა ხუციშვილი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის მაგისტრანტი. ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილის ღვაწლი იდენტობრივი მახასიათებლების დაცვაში.
(ხელმძღვანელი: პროფ. ვაჟა კიკნაძე)
9. გიორგი ბერიძე. საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დოქტორანტი. ოკუპაცია გრძელდება.
(ხელმძღვანელი: პროფ. მამუკა გოგიტიძე. პოლკოვნიკი)
 

« იხ. ყველა ანონსი