2016-11-14

ქეთევან ციხელაშვილის საჯარო ლექცია "სამოქალაქო თანასწორობა - სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები"

14 ნოემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - "სამოქალაქო თანასწორობა - სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები". ლექცია ტარდება  ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში. დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი