2015-10-27

სამეცნიერო კონფერენცია "მედია, სამართალი და ეთიკა: რეგიონალური პერსპექტივები"

27 ოქტომბერს,  09:15 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ-სა და დოიჩე ველე აკადემიის ერთობლივი სამხრეთ კავკასიის სამეცნიერო კონფერენცია "მედია, სამართალი და ეთიკა: რეგიონალური პერსპექტივები" ("Media, Law and Ethics – the Regional Perspectives") .
 
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტიკის დეპარტამენტების და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.  წარმოდგენილი იქნება 11 მოხსენება. ღონისძიების მხარდამჭერია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი. კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“.
 
დასწრება თავისუფალია.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი