2013-05-31

კანის ფესტივალის გამარჯვებული რუმინელი რეჟისორის კრისტიან მუნჯუს ფილმის ჩვენება თსუ-ში

31 მაისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული კინოკლუბი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად მართავს რუმინელი რეჟისორის კრისტიან მუნჯუს ფილმის „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“ ჩვენებას.
კრისტიან მუნჯუ არის პირველი რუმინელი რეჟისორი, რომელმაც ამ ფილმით კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო აიღო.
ფილმი გადაღებულია 2007 წელს და მასში აღწერილია ჩაუშესკუს მმართველობის ბოლო პერიოდის რუმინეთში ორი სტუდენტი გოგონას  ცხოვრება, რომელთაგან ერთ-ერთი ფეხმძიმედაა, ხოლო მეორე კი მას არალეგალური აბორტის გაკეთებაში ეხმარება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი