2014-10-21
აკადემიური საბჭოს არჩევნები თსუ-ში
21 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს მესამე არჩევნები დაიწყება. კენჭისყრა შვიდ უბანზე
10.00 საათიდან 17.00 საათამდე გაიმართება. აკადემიური საბჭოს წევრად თითო ფაკულტეტიდან ორ-ორი კანდიდატი აირჩევა. სულ შვიდი ფაკულტეტიდან - 14 წევრი. თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა საარჩევნო კომისიამ 19 კანდიდატი დაარეგისტირა. აკადემიური საბჭოს წევრებს ირჩევენ ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტების საბჭოების შემადგენლობაში მყოფი სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატები. აკადემიური საბჭოს წევრად ფაკულტეტიდან არჩეულად ჩითვლება 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
თსუ აკადემიური საბჭოს რეგლამენტის თანახმად, აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის კოლეგიური, აკადემიური (საგანმანათლებლო – სამეცნიერო) საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც არჩეულია თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო პრინციპების საფუძველზე, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის დაცვით; საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით; აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორის, ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირი. აკადემიური საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამდებობა; არჩევიდან 2 წლის გასვლის შემდეგ აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლდება ერთი მესამედით (5 წევრი).
« იხ. ყველა ანონსი