2010-12-23

კურსდამთავრებულთა შეხვედრა თსუ–ში

23 დეკემბერს, 19 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი Radisson Blue Iveria–ში კურსდამთავრებულთა შეხვედრას გამართავს. USAID და თსუ–ს ერთობლივი პროექტი უნივერსიტეტში მაისის თვიდან ამოქმედდა, რომლის მიზანია თსუ–ის კურსდამთავრებულთა მძლავრი ქსელის შექმნა და მათი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვა. პროქტის ფარგლებში თსუ–ში კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განვითარების სამსახური დაარსდა. მის  ძირითად საქმიანობას  კურსდამთავრებულთა ბაზის შექმნა,  უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ თსუ–ის ყოფილი სტუდენტების ინფორმირება  და სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა წარმოადგენს. შეხვედრას თსუ–ის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან ერთად ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, USAID/ Forecast / World Learning Georgia-ს,  უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, ხელოვნებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
« იხ. ყველა ანონსი