2017-10-25

"ფორსაიტ - მენეჯმენტი: განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის განვითარებისა და ინტეგრაციის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა"

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ფორსაიტ-მენეჯმენტი:განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის განვითარებისა და ინტეგრაციის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა" გაიხსნება.

კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს, უკრაინის, პოლონეთისა და ბელორუსიის წამყვანი უნივერსიტეტები:ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვადიმ გეტმანის სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტი, ხერსონის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ოდესის ი.ჯ. მეჩნიკოვის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი, ჩერნიგოვის ნაციონალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხმელნიცკის ნაციონალური უნივერსიტეტი, ხერსონის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი, ბელორუსიის ვაჭრობისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი და სხვა.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეებისათვის, პროგრამის ფარგლებში, რომელიც 24 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, გათვალისწინებულია ქართული ინოვაციური საწარმოთა გამოცდილების გაზიარება, კონფერენციის უცხოელი მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ტექნო-პარკის, ფაბლაბისა და ბლუმბერგის ლაბორატორიების საქმიანობას.

მისამართი:თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი