2014-05-27
ქართველ და თურქ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა
27 მაისს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორ-მასწავლებელთა და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების მიმართულების პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა-ვორქშოპი.გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული, გრაფიკული, ებრუს მეთოდით შესრულებული ნამუშევრები და ქანდაკება. ვორქშოპში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი