2010-07-23

თსუ–ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის გამოსაშვები საღამო

23 ივლისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი „მშვიდობის ხიდზე“ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს გამართავს. ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის – ევროპათმცოდნეობის 15 მაგისტრი საპატიო სიგელებით დაჯილდოვდება.

გამოსაშვებ საღამოს საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. მოწვეულ სტუმრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო ლაპიაშვილი უმასპინძლებენ.  


მის: „მშვიდობის ხიდი“ რიყეზე (შესასვლელი ერეკლე II ქუჩიდან)


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
« იხ. ყველა ანონსი