2015-10-16

იოსებ ყიფშიძე - 130

16 ოქტომბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იოსებ ყიფშიძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში წიგნის - ,,თხზულებანი“  პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართება.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიური საბჭოს წევრები, სტუდენტები, საქართველოს ეროვნული არქივის, კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იოსებ ყიფშიძის ბიოგრაფიული-სამეცნიერო მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებული უცნობი ხელნაწერები და ფოტო-მასალა.

წიგნი-,,თხზულებანი“ თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ბრძანების ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთ-ერთი დამაარსებლის პროფესორ იოსებ ყიფშიძის სახელის უკვდავსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საფუძველზე გამოიცა. ამავე ბრძანების შესაბამისად განხორციელდა: დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან პროფესორ იოსებ ყიფშიძის ნეშტის გადმოსვენება, მემორიალური კუთხის მოწყობა, საფლავზე ძეგლის დადგმა და იოსებ ყიფშიძის გარდაცვალებიდან 95-ე წლისთავის აღსანიშნავად სამეცნიერო კონფერენციის გამართვა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი, (მე-3 სართული)



« იხ. ყველა ანონსი