2019-11-07
ალბერ კამიუს წიგნის - ,,ამბოხებული ადამიანი’’ პრეზენტაცია
7 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ალბერ კამიუს წიგნის ,,ამბოხებული ადამიანი’’ პრეზენტაცია. მთარგმნელი მარინა ბალავაძე. წიგნი გამოსცა გამომცემლობა ,,აგორამ’’.
ამავე დღეს, გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობა ,,აგორას’’ შორის.
ალბერ კამიუს წიგნი ,,ამბოხებული ადამიანი”, პირველად 1951 წელს გამოიცა. მასში გაანალიზებულია საზოგადოების მეტაფიზიკური და საპროტესტო ტალღის ისტორიული განვითარება, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში.
მან შეისწავლა სხვადასხვა მწერლებისა დ ამხატვრების კონცეფციები: მარკიზ დე სადი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ფიოდორ დოსტიევსკი, ფრიდრიხ ნიცშე, რათა შეექმნა ამბოხებული ადამიანის ისტორიული პორტრეტი.
,,ამ წიგნმა დიდი ხმაური გამოიწვია და მეგობრებზე მეტი მტრები შემძინა (ყოველ შემთხვევაში ისინი მეგობრებზე მეტს გაჰყვიროდნენ). როგორც ყველას, ისე მეც არ მიყვარს მტრების ყოლა. და მაინც, თავიდან რომ გამხდარიყო საჭირო ამ წიგნის დაწერა, მას ზუსტად ისეთს დავწერდი, როგორიც არის. ჩემი ყველა წიგნიდან ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია," - ალბერ კამიუ.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1. თსუ 1 კორპ. ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის დარბაზი