2015-10-30

საერთაშორისო კონფერენცია "გამოწვევები ელემენტარული ნაწილაკების თანამედროვე ფიზიკასა და კვანტურ ველების თეორიაში"

30 ოქტომბერს, 09.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია "გამოწვევები ელემენტარული ნაწილაკების თანამედროვე ფიზიკასა და კვანტურ ველების თეორიაში."

კონფერენცა ეძღვნება აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის 85-წლისთავს  და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ალბერტ თავხელიძის უცხოელი და ქართველი კოლეგები, მოწაფეები. ღონისძიების ფარგლებში, ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის დირექტორს ვიქტორ მატვეევს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.

კონფერენცია ორდღიანია და მისი ორგანიზატორებია: თსუ, საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი (დუბნა, )რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტი (მოსკოვი).

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 06-ე აუდიტორია





« იხ. ყველა ანონსი