2010-02-10

სტუდენტთა რესპუბლიკური კონფერენცია "ქართულ-კავკასიური ცივილიზაციები და თანამედროვეობა"

სტუდენტთა რესპუბლიკური კონფერენცია

"ქართულ-კავკასიური ცივილიზაციები და თანამედროვეობა"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

კავკასიოლოგიის ინსტიტუტი

     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ამა წლის 17-19 მაისს გაიმართება სტუდენტთა რესპუბლიკური კონფერენცია თემაზე "ქართულ-კავკასიური ცივილიზაციები და თანამედროვეობა".
მსურველებმა თეზისები წარმოადგინეთ შემდეგი თემატიკით:
•    ფილოლოგიის მეცნიერებები (ენათმეცნიერება, ლიტერატურა, ფოლკლორი)
•     ისტორიის მეცნიერებები (ისტორია, არქეოლოგია, კულტურული ანთროპოლოგია, სოციალური ანთროპოლოგია, ნუმიზმატიკა, რელიგია)
•    აღმოსავლურ-კავკასიური ურთიერთობები (ძველაღმოსავლურ-კავკასიური ცივილიზაციები და კულტურილი ურთუერთობები; აღმოსავლეთის იმპერიების დამოკიდებულება კავკასიის ქვეყნებთან)
•     პოლიტიკური მეცნიერები (სოციოლოგია, პოლიტოლოგია, დიპლომატია)


     თეზისების პარამეტრები: Word, შრიფტის ზომა – 12, ფონტი _ AcadNusx;  აგრეთვე მიუთითეთ იმ დიაკრიტიკული ნიშნების ფონტი, რომელსაც გამოიყენებთ მოხსენებაში. თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ ნაბეჭდ გვერდს. ასევე მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, სასწავლებელი, ფაკულტეტი, მიმართულება, კურსი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი.

თეზისები მიიღება 2010 წლის 25 მარტამდე ელ-ფოსტაზე:
stud.konferecia@gmail.com
 ცნობას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებთ ელექტრონულ ფოსტაზე არა უგვიანეს 10 აპრილისა.
დამატებითი ცნობების მისაღებად იხელეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი:
 www.tsu.ge
ან დაგვიკავშირდით თსუ კავკასიოლოგიის ინსტიტუტს შემდეგ მისამართზე:
თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ: 19

(ივანე ჯავახიშვილის სახ. თსუ აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას კაბინეტ-მუზეუმი)
(+995 32) 22 31 61



« იხ. ყველა ანონსი