2013-12-25

შალვა ბაკურაძის პოეზიის საღამო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში

25 დეკემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობა „საუნჯის“ ორგანიზებით გაიმართება შალვა ბაკურაძის ახალი წიგნის - "დასდებელნი წმიდისა აღდგომიოსანი" წარდგინება.

წიგნი ავტორის თერთმეტწლიანი შრომის ნაყოფია და ორიგინალური შემოქმედებითი ხელწერით არის აღბეჭდილი.  ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ცნობილი პოეტები და ლიტერატორები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი