2015-01-15

ბერიტაშვილის კითხვანი 130

15 იანვარს, 14.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ტბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიების მონაწილეები თსუ პანთეონში ყვავილებით შეამკობენ ივანე ბერიტაშვილის საფლავს, შემდეგ გაიმართება კონფერენცია.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ, საქართველოს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოება, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი