2020-06-05

ლევან გიგინეიშვილის ლექცია „ბედისწერა და თავისუფლება ანტიკურ ლიტერატურაში"

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, ახალი პროექტის ფარგლებში - „აგორა", გთავაზობთ ონლაინ ლექციების ციკლს.

5 ივნისს, 18:00 საათზე, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ბედისწერა და თავისუფლება ანტიკურ ლიტერატურაში".
პლატფორმა ZOOM-ის ბმული: https://zoom.us/j/2119594920

„აგორა” ძველ ათენში იყო ქალაქის მოედანი, სადაც ათენელები თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებდნენ. მათთვის „აგორა” იყო პოლიტიკურ და ინტელექტუალურ სჯა-ბაასთა ადგილი. „აგორაზე” ხშირად იმართებოდა სამსჯავროები, ბაზრობები, გამოფენები, თეატრალური და სპორტული ასპარეზობები. „აგორა” იყო ძველი საბერძნეთის კულტურის გზაჯვარედინი. თანამედროვე პირობებში გვსურდა რა გამოგვენახა ურთიერთობის ახალი ფორმა, განვიზრახეთ ვირტუალურ სამყაროში შეგვექმნა სივრცე ინტელექტუალური სჯა-ბაასისთვის. ამ სივრცეს პირობითად ვუწოდეთ „აგორა”. ჩვენს ვირტუალურ სივრცეში მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაიმართება თემატური საუბრები ანტიკურ ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, ხელოვნებასა და ზოგადად ანტიკური კულტურის რეცეფციებზე. 

https://www.facebook.com/ events/255229142211723/  
« იხ. ყველა ანონსი