2015-11-20

საერთაშორისო კონფერენცია ძველი და ახალი თანამედროვე ხელოვნება - ახალი ხედვა

20 ნოემბერს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ძველი და ახალი თანამედროვე ხელოვნება - ახალი ხედვა.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგებიან: კატარინა პალმბერგერი ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან, ნანა სიხარულიძე თსუ-დან, სოფი რიგბი ლონდონის უნივერსიტეტიდან და სხვები. კონფერენცია გაგრძელდება 21 ნოემბრის ჩათვლით. 22 ნოემბერს კი მონაწილეებისთვის დაგეგმილია ექსკურსია კახეთში.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ. პროგრამა

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი