2014-12-23
იოსებ ყიფშიძის ბიუსტის გახსნა თსუ პანთეონში
23 დეკემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის იოსებ ყიფშიძის საფლავზე ბიუსტი გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
იოსებ ყიფშიძის საფლავზე ბიუსტის დადგმა თსუ პანთეონში ყიფშიძის ნეშტის გადმოსვენების შემდეგ გადაწყდა. „სიმბოლურია, რომ უნივერსიტეტის ყველა დამფუძნებელი დაკრძალული იყოს უნივერსიტეტის პანთეონში. მომდევნო წელს იოსებ ყიფშიძის გარდაცვალებიდან 95 წელი სრულდება, ამიტომ უნივერსიტეტი მომავალ წელს აცხადებს მის საიუბილეო წლად, ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიებები, კონფერენციები და დაგეგმილი გვაქვს, რომ მის საფლავზე აღვმართოთ ბიუსტი“,- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ 2013 წლის 26 დეკემბერს, იოსებ ყიფშიძის ნეშტის დიდუბის პანთეონიდან თსუ პანთეონში გადმოსვენების დღეს. ბიუსტის ავტორია ლევან მჭედლიძე.
იოსებ ყიფშიძე (1882-1919) დიდი ქართველი ფილოლოგი და ენათმეცნიერია. 1911 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე. 1915 წლიდან იყო პრივატ-დოცენტი, კითხულობდა ქართული ენის კურსს. 1917 საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა თსუ-ის დაარსებაში, იყო გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი. იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები "დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ" (1911), "მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით" (1915) და სხვ.
მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, პანთეონი
« იხ. ყველა ანონსი