2012-12-06

კონფერენცია - ”ომი და მშვიდობა: ძალაუფლება და ქალებისა და მამაკაცების რეპრეზენტაცია”

6 დეკემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია - ”ომი და მშვიდობა: ძალაუფლება და ქალებისა და მამაკაცების  რეპრეზენტაცია.”
კონფერენცია  გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ თექვსმეტდღიანი  საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ტარდება. კონფერენცის მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერებისა და მკვლევრების მოწვევა, რომლებიც  გენდერისა და ძალაუფლების თემაზე  საკუთარი კვლევების შედეგებს ერთმანეთს გაუზიარებენ.

IV ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზატორია გენდერის კვლევაში სოციალურ მეცნიერებათა  ცენტრი.
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური, სინქრონული თარგმანის თანხლებით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია.


« იხ. ყველა ანონსი