2013-05-14

წიგნების პრეზენტაცია თსუ-ში

14 მაისს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოში პირველად გამოიცა სახელმძღვანელო გერმანული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის - „გერმანული ენის ლექსიკოლოგია ქართველი სტუდენტებისთვის“. სახელმძღვანელოს ავტორები არიან თსუ პროფესორი ლალი ქეცბა–ხუნდაძე და მიმართულების დოქტორანტი დავით გიორგობიანი. წიგნი  გერმანისტიკის დარგში დიუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტთან ინსტიტუტთაშორისი პარტნიორობის ფარგლებში დაიწერა.
ამავე დროს, გერმანიაში გამოიცა კრებული „ტექსტი, როგორც ხიდი კულტურებს შორის“, რომელიც ინტერკულტურულ ლინგვისტიკას და ლიტერატურათმცოდნეობას შეეხება. წიგნში შესულია თსუ პროფესორის ლალი ქეცბა-ხუნდაძის ნაშრომი „სივრცის ინსცენირება ქართულ პოსტმოდერნისტულ დისკურსში აკა მორჩილაძის „სანტა ესპერანსას“ მიხედვით“.
ღონისძიება ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 202-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი