2015-12-22

პროფესორ ნიკოლოზ იაშვილის დაბადებიდან 115 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

22 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით  გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ ნიკოლოზ იაშვილის დაბადების 115 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება.

პროფესორ ნიკოლოზ იაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრებენ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ გოგოხია, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. პროფესორები: ეთერ ხარაიშვილი, თემურ კანდელაკი, ომარ ქეშელაშვილი, თამაზ კუნჭულია და იუბილარის ქალიშვილი ნათელა იაშვილი.

სხდომაზე მოწვეულნი არიან ხელისუფლების, სამეცნიერო და საუნივერსიტეტო საზოგადოებების წარმომადგენლები.

მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა #2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე (ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი