2016-12-06

პროექტის „ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონის“ პრეზენტაცია

6 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „ინგლისურ-ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონის“ პრეზენტაცია. შეხვედრაზე საზოგადოება გაეცნობა  პროექტის ფარგლებში შექმნილ ორ პროგრამულ პროდუქტს: მრავალენოვანი ლექსიკონის მართვის სისტემასა და მრავალენოვანი ონლაინ-ლექსიკონის ახალ პლატფორმას. ლექსიკონის ავტორები ასევე ისაუბრებენ ტექნიკური დარგების ტერმინოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ბარბარიზმების წინააღმდეგ ბრძოლის საინტერესო პროგრამულ გადაწყვეტაზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი