2014-12-26

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება

26 დეკემბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის (Forschungszentrum Jülich) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები წარმოადგენენ მოკლე პრეზენტაციებს, რის შემდეგაც ფონდის წარმომადგენელი მათ  საზეიმო ვითარებაში გადასცემს კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელ სერთიფიკატს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №3, თსუ მეორე კორპუსი, 220-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი