2011-06-11

კონფერენცია „საქართველო – ევროპული კავშირი: პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“

11 ივნისს, 10.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული სამართლის ჟან მონეს სახელობის ევროპული სამართლის კათედრის ორგანიზებით ტარდება კონფერენცია „საქართველო – ევროპული კავშირი: პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები.“ 2008 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული კომისიის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა ევროპული სამართლის ჟან მონეს სახელობის ევროპული სამართლის კათედრა. კათედრის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სწავლებისა და კვლევების განვითარებას. კათედრის ხელმძღვანელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გაგა გაბრიჩიძე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის პრ. 3, თსუ მე–2 კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა


« იხ. ყველა ანონსი