2014-07-18

კონფერენცია თემაზე: „ცვლილებები და განვითარების თანამედროვე ტენდენციები ქართულ სისხლის სამართალში (სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები)“

18 ივლისს, 10.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ცვლილებები  და  განვითარების  თანამედროვე  ტენდენციები  ქართულ  სისხლის  სამართალში (სისხლისსამართლებრივი  და  კრიმინოლოგიური  ასპექტები)“.

კონფერენციას დაესწრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი, მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, ასევე პარლამენტის წევრები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ღონისძიება  თსუ  იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და  ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტის და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება და ორ დღეს გასტანს.

საერთაშორისო კონფერენცია ტარდება ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“  თანადგომით.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ  პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი)


« იხ. ყველა ანონსი