2019-06-01

წიგნის "სულიკო“ მსოფლიოს ხალხთა ენებზე“ წარდგენა

1 ივნისს,  12:20-12:40  საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ფილოლოგიის დოქტორ ნინო პოპიაშვილის წიგნის "სულიკო“ მსოფლიოს ხალხთა ენებზე“ წარდგენა გაიმართება. (წარმდგენი - ნინო პოპიაშვილი). წიგნში განხილულია აკაკი წერეთლის "სულიკოს" თარგმანები და თან ერთვის 20-ზე მეტ ენაზე შესრულებული 100-მდე თარგმანი, ფოტო და აუდიო-ვიდეო მასალა. აღსანიშნავია, რომ "სულიკოს" თარგმანების ნაწილი პირველად ქვეყნდება. წიგნმა გამოსვლისთანავე დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათ შორის, წიგნში გამოქვეყნებული თარგმანების ნაწილი დაიბეჭდა შვეიცარიის ლიტერატურულ ჟურნალში Specimen Press. ნინო პოპიაშვილის წიგნი "სულიკო მსოფლიოს ხალხთა ენებზე" წარდგენილი იყო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს.

მისამართი:წერეთლის გამზირი 118, ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი.
« იხ. ყველა ანონსი