2019-02-27
შეხვედრა პროექტ HERD-ის ფარგლებში
27 თებერვალს, 09:30 საათზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში
განხორციელებული პროექტ HERD-ის ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” პირველი
სამუშაო შეხევდრა გაიმართება.
პროექტის
კონსორციუმი შედგება 17 სრული და 3 ასოცირებული პარტნიორისგან, მათ
შორისაა: საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5
სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი.
აღნიშნული
პროექტის ხანგრძლივობა მოიცავს 2 წელს. მისი ძირითადი მიზანია წევრი
უნიევრსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი
პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების
ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტით
ხორციელდება შემდეგი აქტივობები: საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის
ერთობლივი კვლევითი პლატფორმის შექმნა; საქართველოს კვლევითი ინტერნეტ
პორტალის შექმნა; კვლევების მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის
დამუშავებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება ადმინისტრაციული
პერსონალისთვის; წევრ უნივერსიტეტებში კვლევის პოტენციალის გაზრდის
ხელშეწყობა.
სესიები 27-28 თებერვალს გაიმართება.
შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ პროექტის დაწყების პირველ ფაზას,
დაგეგმავენ პირველი წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს და
შეთანხმდებიან მისაღწევი შედეგების გამოწვევებისა და რისკ-ფაქტორების
შესახებ. დეტალურად განიხილავენ პროექტის ადმინისტრირებისა და
განხორციელების გზებს.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი