2016-10-21

სამშენებლო კომპანია „ას ჯორჯიას“ შეხვედრა სტუდენტებთან

21 ოქტომბერს, 17:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშენებლო კომპანია „ას ჯორჯია“ შეხვდება სტუდენტებს. კომპანიის წარმომადგენლები სხვა საკითხებთან ერთად სტუდენტებს გააცნობენ საცხოვრებელი კომპლექსის „დირსის“ ახალ პროექტს, სტაჟირების პროგრამას მარკეტინგის, იურიდიულის, ადამიანური რესურსების, ინფრომაციული ტექნოლოგიების, საინჟინროს, არქივისა და საქმისწარმოების დეპარტამენტებში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ-ს პირველი კორპუსი, 301-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი