2014-06-01

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალზე

1 ივნისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალზე მისულ ბავშვებს შემეცნებით-გასართობი ხასიათის ღონისძიებას სთავაზობს. თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ გეოგრაფთა სკოლის წარმომადგენლები ფესტივალზე მისულ ბავშვებს პოპულარულ და საინტერესო თემებზე სახალისო ლექციებსა და ვიქტორინას შესთავაზებენ. ვიქტორინაში გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემა.

ფესტივალის ფარგლებში თსუ გამომცემლობა მკითხველს შესთავაზებს როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო ლიტერატურას.

თსუ გამომცემლობა ერთ-ერთი ყველაზე ძველი გამომცემლობაა საქართველოში, რომელიც   წელიწადში დაახლოებით 50 წიგნს გამოსცემს. მათ შორის ნათარგმნ და ორიგინალურ სახელმძღვანელოებს, მონოგრაფიებს, სამეცნიერო შრომებსა და კრებულებს, როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ ფორმატში. გამომცემლობა უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო, სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. თსუ გამომცემლობა  ფესტივალზე წარმოაგდენს არაერთ მნიშვნელოვან გამოცემას.

მისამართი: წერეთლის  გამზ. 118,  საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი,  სტენდი N 30

« იხ. ყველა ანონსი