2012-04-18

საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „კავკასიის ხალხთა ფოლკლორი და ლინგვოკულტუროლოგია“

18 აპრილს, 12.15 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ ვალეჰ ჰაჯილარის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე: კავკასიის ხალხთა ფოლკლორი და ლინგვოკულტუროლოგია.  
 სიმპოზიუმის ორგანიზატორები    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად არიან აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფოლკლორის ინსტიტუტი, თურქეთის არტაანის უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენცია 20 აპრილამდე გასტანს.
იხილეთ პროგრამა
 მისამართი: ი ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი