2014-06-19

იაპონური კულტურის საღამო თსუ-ში

19 ივნისს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ იაპონისტიკის მიმართულების ორგანიზებით იაპონური კულტურის საღამო გაიმართება.

პროგრამაშია ნაცუმე სოსეკის ნოველა “მეშვიდე ღამე“, სიმღერები იაპონური ანიმეებიდან, ორიგამისა და კალიგრაფიის ვორკშოფები.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი