2013-03-22
თურქ ხელოვანთა ვორქშოფი თსუ-ში
22 მარტს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის ორგანიზებით თურქული ხელოვნების მიმართულებების ვორქშოფი გაიმართება. თურქეთის ხმელთაშუა ზღვის, სელჩუკის, დენიზლის, სტამბოლის, ნევშეჰირის, 9 სექტემბრის და ქოჯათეფეს უნივერსიტეტების პროფესორები და მასწავლებლები თსუ სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისთვის თურქული ხელოვნების დარგების (თეზჰიფი (მოხატვა),მინიატურა, ჩინური ფაიფური, ჰათი (კალიგრაფია), თექა, ხის ამოწვა, პრინტი (ქსოვილზე ბეჭდვა), ქსოვის შიიტური ტექნიკა) დემონსტრირებას მოახდენენ.
ღონისძიების ორგანიზატორი იუნუს ემრეს კულტურის ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წლის 31 მაისს თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიხსნა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი