2015-11-18
გალაკტიონის საიუბილეო საღამო ,,მერი -100 წლისაა
18 ნოემბერს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება გალაკტიონის საიუბილეო საღამო, რომელიც ეძღვნება მისი ლექსის „მერი“ პუბლიკაციის 100 წლისთავს.
საღამოს ინიციატორი და ორგანიზატორია თსუ დასავლეთევროპული ფილოლოგიის ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ინესა მერაბიშვილი, რომელიც წარმოადგენს ლექსი „მერი“-ს შექმნის ამბავს, როგორც მისი მრავალწლიანი კვლევის შედეგს.
ღონისძიებას დაესწრებიან გალაკტიონის შვილობილი ქალბატონი ნუნუ ებანოიძე, მერი შერვაშიძის ნათესავი ქალბატონი თათული ღვინიაშვილი და სხვები. გალაკტიონის ამ თემასთან დაკავშირებულ ნაწარმოებებს შეასრულებენ ცნობილი მუსიკოსები: ნესტან მესხი, ზვიად ბოლქვაძე, ვალერიან შიუკაშვილი, დავით არჩვაძე, ოთარ ჯორჯიკია, ანა ჭანია და სხვა.
საღამოზე წარმოდგენილი იქნება საილუსტრაციო მასალა: ფოტო და ვიდეო ჩვენება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძისგამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი