2016-07-08

მონოგრაფიის „საქართველო და ეგვიპტის მამლუქები“ პრეზენტაცია

8 ივლისს, 16:00 საათზე,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში პროფესორ გოჩა ჯაფარიძის მონოგრაფიის  „საქართველო და ეგვიპტის მამლუქები“  პრეზენტაცია გაიმართება.

მონოგრაფია მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის „საქართველო დ ეგვიპტის მამლუქები“ ფარგლებში.
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 214-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი