2015-04-17
შეხვედრა თსუ დოქტორანტებთან
17 აპრილს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდება და წარმატებას მიულოცავს. წარმატებულ დოქტორანტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამახსოვრო მედალი და სერტიფიკატები გადაეცემათ.
2014 წლის დეკემბერში გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის შედეგად შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში 376 საკონკურსო განაცხადი (თსუ-დან 150 განაცხადი) დარეგისტრირდა. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კონკურსის შედეგად 87 გამარჯვებული პროექტი გამოავლინეს. აქედან ნახევარზე მეტი - 45 პროექტი- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტების მიერ არის წარდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამარჯვებული პროექტების ქულების მიხედვით რანჟირებულ სიაში რეიტინგულ პირველ ათეულში 7 პროექტი თსუ დოქტორანტების პროექტებია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 45 დოქტორანტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაუნიშნავს სტიპენდიას, დაუფინანსებს სადოქტორო კვლევისთვის საჭირო ხარჯებს, საზღვარგარეთ სტაჟირებას ან კონფერენციაზე გამგზავრებას და მონაწილეობას.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსი პირველად 2013 წელს გამოცხადდა. ამ წელსაც თსუ იყო ლიდერი - გამარჯვებულ 135 პროექტს შორის 60 პროექტი თსუ დოქტორანტის მიერ იყო წარდგენილი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი