2011-04-16

პოეზიის საღამო ფუძნარის ტაძრის გადასარჩენად

16 აპრილის, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეზიის საღამო გაიმართება. ღონისძიება ფუძნარის ტაძრის გადარჩენის აქციის ფარგლებში დაიგეგმა. პოეზიის საღამოზე თავიანთ შემოქმედებას ილია კილაძე, დავით ქაშიაშვილი, გიორგი ლიპარიშვილი და ალექსანდრე ლორთქიფანიძე წარმოადგენენ.

ფუძნარის ტაძრის გადარჩენისთვის ღონისძიებების ციკლის იდეა ტაძრის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ექსკურსიის შემდეგ გაჩნდა. ისტორიკოსთა კლუბის ორგანიზებით პირველ ეტაპზე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. ასევე იგეგმება ფუძნარის ფონდის დაარსება, რათა ტაძრის სავალალო მდგომარეობა საზოგადოებამ უკეთ დაინახოს და მის გამოსწორებაზე იზრუნოს.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსი, აუდიტორია 319
« იხ. ყველა ანონსი