2013-07-06
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია
6 ივლისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET-აისეტი) კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართება. მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე მიიღებენ მონაწილეობას. წარჩინებულ მაგისტრანტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური valedictorian-ის (ვალედიქტორიანის) სერტიფიკატს გადასცემს.
ღონისძიებას დაესწრებიან და სტუდენტებს სიტყვით მიმართავენ “თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტი გიორგი ბაქრაძე და ნინო ქადაგიძე-ჟვანია. ISET-ში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის წოდება ოცდაათმა სტუდენტმა მიიღო. მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრანტები Summa cum laude (სუმა კუმ ლაუდე) და Cum laude (კუმ ლაუდე) დიპლომებით დაჯილდოვდებიან, საუკეთესო თეზისების ავტორი სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, ხოლო ISET-ის 2013 წლის კლასის ლიდერს ზურაბ ჟვანიას სახელობის პრიზი გადაეცემა.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ISET-ის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ ნიუ-იორკის, სტენფორდის, ჩიკაგოს, პენსილვანიისა და დასავლეთის ქვეყნების სხვა უნივერსიტეტების დოქტორანტურაში განაგრძონ სწავლა. მიღებული გამოცდილებისა და ცოდნის შედეგად კურსდამთავრებულები სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობებზე დასაქმდებიან.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი