2013-10-03

იურიდიული ფირმა MKD თსუ გამარჯვებულ სტუდენტს სტიპენდიას გადასცემს

3 ოქტომბერს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფირმა MKD იურიდიული ფალკულტეტის სტუდენტს სასწავლო სტიპენდიას გადასცემს. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული და იურიდიული ფირმის MKD წარმომადგენლები დაესწრებიან.

იურიდიულმა ფირმამ MKD მიმდინარე წელს თსუ იურიდიული ფაულტეტის სტუდენტთათვის 1 წლის ვადით  სასწავლო სტიპენდია დააწესა. სტიპენდიის ოდენობა თვეში 100 ლარს შეადგენს. აღნიშნული სტიპენდიის შესახებ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს თსუ-ში გამართულ  საჯარო შეხვედრაზე ეცნობათ, რომელსაც MKD-ის მმართველი პარტნიორები ესწრებოდნენ. ამის შემდეგ სტიპენდიის მომპოვებელ სტუდენტთაგან აკადემიური მოსწრებისა და სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობების (კონფერენციები, პროექტები, სტატიების გამოქვეყნება) მიხედვით 16 სტუდენტი შეარჩიეს. მათ გაიარეს გასაუბრება შესაბამის კომისიასთან, რომელმაც ერთი გამარჯვებული გამოავლინა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მეორე კორპუსი, სისხლის სამართლის მიმართულების ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი